წყალტუბოში ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც მმართველი პარტიის წევრი ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა, ხელისუფლებასა და ოპოზოციას შორის ისევ მძიმე ურთიერთბრალდებების მიზეზია.
მმართველი პარტია მომხდარს კოლექტიური „ნაცინალური მოძრაობის“ ხელწერას უწოდეს და ოპოზიციასთან ერთად ძალადობასა და სიძულვილის ენის გავრცელებაში უცხოელ დონორებსა და მესამე სექტორის ნაწილსაც ადანაშაულებს. ბრალდებებს არ იღებს ოპოზიცია. ოპონენტები პოლარიზაციის გაღმრმავებასა და საზოგადოების ორად გაყოფაში ბრალს მმართველ გუნდს სდებენ. ბრალდებების მიზეზი ხდება მიუნხენში მომხდარი ფაქტიც,რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ დავით მათიკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც მმართველ გუნდში ამტკიცებენ, ინციდენტის მონაწილე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ადამიანი კი ვინც ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო, ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.