საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მივიდა.
საგამოძიებო უწყებებს მან გუშინ სავარაუდო მუქარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გამოძიების დაწყება მოითხოვა. დეპუტატი სავარაუდო დანაშაულს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. პოლიტიკური საქმიანობის გამო მუქარის და ზეწოლის შესახებ ლაპარაკობენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და რეაგირებას თავადაც ითხოვენ. ყველა გმობს ძალადობას და მიმდინარე ვითარებას საკუთარ შეფასებას აძლევს.