„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ, პოლიტიკური პოლარიზაცია და ურთიერთბრალდებები კიდევ უფრო გამძაფრდა. მიმდინარე პროცესს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი მისამართით განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ოპონენტებს ბრალდებებითვე პასუხობს მმართველი გუნდი.