„სიცოცხლისთვის“- მსახიობი თათული დოლიძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
„სიცოცხლისთვის“- მსახიობი თათული დოლიძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. მან მოძრაობის წევრებთან და ადვოკატთან ერთად აქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, უკანონო მშენებლობების გამო, ირღვევა საკუთრების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება და სწორედ ასეთი უკანონო მშენებლობების გაპროტესტებას გეგმავს მოძრაობა და მოქალაქეების ინტერესების დაცვას.
აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილთან ითხოვენ შეხვედრას.
მოძრაობაში ამ ეტაპზე ატენის ქუჩის და ჭავჭავაძის 75 ა და ბ კორპუსების მცხოვრებლები გაერთიანდნენ.