აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურება.
ორბელიანების სასახლესთან დღეს მოთხოვნით, – სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, – მოქალაქეთა ჯგუფი შეიკრიბა. აქციის წევრებთან გასული იყო სალომე ზურაბიშვილიც. ადგილზე მყოფების ნაწილის მხრიდან ზურაბიშვილის განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიმართვის გამო შეურაცხყოფილები არიან. მოგვიანებით სახელმწიფოს მეთაურმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.