შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური მუშაკების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
მესამე სექტორის წარმომადგენლებმა სოციალურ მუშაკებთან ერთად განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გააკეთეს. ისინი სამინისტროს მოუწოდებენ, მაქსიმალურად უზრუნველყოს სოციალური მუშაკების შრომის პირობების გაუმჯობესება, ასევე ბენეფიციარებს შესთავაზოს ის მომსახურებები, რომლებიც უფრო ეფექტიანს გახდის სოციალური მუშაკის მიერ შესრულებულ სამუშაოს.
არასამთავრობოების თქმით, აუცილებელია სამინისტრომ პოლიტიკის დონეზე გაიაზროს სოცმუშაკების სამუშაოს მნიშვნელობა.
მესამე სექტორი მოუწოდებს უწყებას, პრობლემების მოსაგვარებლად კოორდინირებულად იმოქმედოს საქართველოს პარლამენტთან.