შვიდი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღძრა, რაც გულისხმობს ექსპლუატაციის დროს დაშვებულ შეცდომას, რასაც ორზე მეტი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, იმ არგუმენტით რომ „ყაზტრანსგაზის“ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა სწორედ მათი ვალდებულებაა.
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების კუთხით იგეგმება დამატებითი რეგულაციების შემოღება. თუმცა, მათი მტკიცებით, დღევანდელი შემთხვევა ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარის კუსტარული მონტაჟის შედეგია.