უნგრეთის პარლამენტს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე კენჭისყრა სურს. მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას კენჭი ხვალ უნდა უყაროს. თუმცა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, აგნეს ვადაის თქმით, მმართველი პარტია „ფიდესი“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რის გამოც, კენჭისყრა ვერ შედგება. ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში, ვილნიუსში ნატო-ს სამიტის შემდეგ, უნგრეთმა დაადასტურა, რომ შვედეთის ნატო-ში წევრობაზე თანახმა იყო. ამის შემდეგ პარლამენტში განაცხადეს, რომ უნგრეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას ხმას სექტემბერში მისცემდა.