შვედეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება შეაჩეროს. ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში თომას ნილსონი აღნიშნავს, რომ ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი მნიშვნელოვან რესურსებს იყენებს. ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენია ალიანსის ორ წევრს: თურქეთსა და უნგრეთს.