არჩევნების ელექტრონული ფორმის გამო, ხმაურით დაიწყო პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნების ანგარიშის პრეზენტაცია.
ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ საარჩევნო პროცესზე დღეს საკუთარი დაკვირვების შედეგები გაასაჯაროვა. სიტუაცია პრეზენტაციის დაწყებისთანავე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა ცესკო-ს თავმჯდომარეს აუდიტორის ფარულად შერჩევაში ადანაშაულებს და აინტერესებს, რატომ არ იყო აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესში ოპოზიცია ჩართული. გიორგი კალანდარიშვილი ბრალდების ავტორს სიცრუეში ადანაშაულებს და ორი თვის წინ გამართულ სხდომას ახსენებს.