რუსთავსა და გარდაბანში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი მხარს უჭერს „ლელოს“ ლიდერს, მეორე ნაწილი კი – არა. პარტია „მოქალაქეებში“ ამბობენ, რომ არჩევნებზე მათ საკუთრი წარმომადგენელი ეყოლებათ. ჯაფარიძის მხარდაჭერას არ აპირებს არც გიორგი გახარიას გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.