ახალ მერს აირჩევს დღეს ცაგერის მოსახლეობა. მმართველი პარტიიდან ცაგერში ლევან ზალკალიანია წარდგენილი. კონკურენტი „ქართული ოცნების“ კანდიდატს არც აქ ჰყავს. ცაგერის მუნიციპალიტეტში სულ 10 496 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გახსნილია 41 უბანი. 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 25.3% შეადგინა.