2 აპრილს ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება. ბათუმელები მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს წარმომადგენელს აირჩევენ. ხელახალი არჩევნების ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს არჩეული წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მოსახლეობამ არჩევანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძის შვილ, მათე ფუტკარაძესა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რამაზ ჯინჭარაძეს შორის უნდა გააკეთოს.
„მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ უპასუხა.