შუალედური არჩევნები

ხვალ საქართველოში შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 10 მუნიციპალიტეტში გაიხსნება. მოქალაქეებმა პარლამენტისა და საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატები და ცაგერის და თერჯოლის მერები უნდა აირჩიონ. ინტერესი საკმაოდ დიდია, რადგან საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილზე არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება. 165 უბნიდან 117-ზე ამომრჩეველი ხმას ელექტრონულად მისცემს, რაც ნიშნავს, რომ შედეგები უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში იქნება ცნობილი. ერთი პარტიის გარდა, ხვალინდელ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია.