ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატობას „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიპოვებს. გიორგი ხახუბიამ ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და პრობლემების მოგვარებას კიდევ ერთხელ დაჰპირდა. „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი ბესიკ წულეისკირი კი მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა რესურსი გამოიყენა და საჯარო სამსახურების თანამშრომლები აიძულა მხარი დაეჭირათ მათი კანდიდატისთვის. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, წულეისკირს ამომრჩეველთა 4,67-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, მმართველი გუნდის კანდიდატმა კი ამომრჩეველთა 95 %-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღო.