შუალედური არჩევნები 2023

ზუსტად ორ საათში ქვეყნის ათ მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნებისთვის გახსნილი 165-ვე უბანი დაიხურება. მოქალაქეები დღეს ორ მერს, საკრებულოს ხუთ დეპუტატსა და პარლამენტის ერთ წევრს ირჩევენ. თითქმის ყველა უბანში კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგები ხმის მიცემის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

სპეციალური რეჟიმით მუშაობს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკო-ს ცნობით, ყველა ოლქის მასშტაბით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა. ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში იყო, სადაც ხმა 3 904-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 37,2 %-ია.

საარჩევნო ადმინისტრაციაში ახლა მორიგი ბრიფინგი იწყება – ცესკო-ს პირდაპირ ეთერში ვრთავთ.