„მოამბე“ განაგრძობს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონაწილეებისთვის დროის დათმობას.
კანდიდატების რეგისტრაცია დასრულებულია. საბოლოო მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 20 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის იქნება გიორგი ლილუაშვილი – პარტია „საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი.
ცოტა ხნის წინ, ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, მაშინ ხმათა 0.06% მიიღო.
გიორგი ლილუაშვილი პროფესიით არის იურისტი, ასევე აქვს ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმის კვალიფიკაცია. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე იურისტად საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2010 წელს მონაწილეობდა თსუ-ს რექტორის არჩევნებში.
2016 წლიდან არის პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე.