მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი მატარებლების მწარმოებელი შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს. ამ მიზნით თბილისის მერიას, „საქართველოს რკინიგზასა“ და შვეიცარულ კომპანია „შტადლერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მანმადე კი მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი ქარხნის მშენებლობა სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.