გამოფენა “არტ გალერეაში“. პროექტის ფარგლებში 50-მდე არტისტი გერმანიაში, კუნძულ იუსტზე შეიკრიბა და ნამუშევრების სერია შექმნა.
ორი კვირის განმავლობაში, ქართველი, გერმანელი, აფხაზი, ოსი, აზერბაიჯანელი და სომეხი არტისტები ერთ სერიას ჰქმნიდნენ. გამოფენა ბერლინში გაიხსნა, ბერლინიდან ახლა თბილისში გადმოინაცვლა და შემდეგ ბაქოსა და ერევანში გაიმართება.