შსს-ს სანაპირო დაცვისა და ნატო-ს ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები

შსს-ს სანაპირო დაცვისა და ნატო-ს ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები. სწავლება საზღვაო მანევრებს, დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას გულისხმობს.

წვრთნებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სამი ერთეული და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის სამი ხომალდი მონაწილეობდა.

სწავლება ნატო-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.