შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
კამპანიის „ნუ წაართმევ ბავშვობას“, მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული კატეგორიის საქმეების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა.