შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ინიციატივა.
უწყება პარლამენტში ინიციატივით შევა, რომ ქუჩური გარჩევების კრიმინალიზება მოხდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ეს ის ინსტრუმენტია, რომლითაც შესაძლებელი იქნება კრიმინალურ მენტალიტეტს და ქურდულ სამყაროს ეფექტიანად ვებრძოლოთ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ქურდული მენტალიტეტის გაგება უნდა დასრულდეს.