დღეიდან ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, „ჭკვიანი“ კამერები დააჯარიმებენ,- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიდეოჯარიმის შესახებ მძღოლები ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღებენ.
თუ მოქალაქე თანხას 10 დღის ვადაში გადაიხდის, 20% -იანი შეღავათით ისარგებლებს.
ქვეყნის მასშტაბით, უკვე ამოქმედებულია 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული.