პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით აღიძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში, სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე იყო.