შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა.
„შესაძლო დაპირისპირების ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.