შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ბაგრატიონი უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა. ის ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.