შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.
1974 წელს დაბადებული პირი პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა. გამოძიება მას ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
ორი დღის წინ ბრალდებულმა, ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც იარაღის მუქარით 190 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იარაღი და თანხის ნაწილი სამართალდამცველებმა მისი სახლიდან ამოიღეს.
ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.