შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 3 იანვარს, დაბა თიანეთში შურისძიების მოტივით ორ პირს, მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო ერთ ადამიანს განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა.
დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.