შსს-მ თბილისში რუსეთის სამი მოქალაქე აიყვანა

დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით უკანონო გასაღების ბრალდებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში რუსეთის ფედერაციის სამი მოქალაქე აიყვანა.

გამოძიებით დადგინდა რომ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ, ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.