სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ორი მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, 22 წლის ახალგაზრდაა დაკავებული. პოლიციამ ის შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ბრალდებით აიყვანა.
შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ ბარში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, გუშინ ახალგაზრდამ, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ბარის ორ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდარის დეტალებს გამოძიება იკვლევს.