შსს-მ სენაკში ერთი პირი დააკავა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში. საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 30 აბი და 24 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.