შსს-მ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვისი ნივთის დაზიანების და იარაღის უკანონო  შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქე თავისი დისშვილის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სხვა ავტომობილში, მძღოლის გვერდით მჯდომმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ავტომობილის კარი და საბურავი.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალმა თანამზრახველ მამაკაცთან –  პ.გ.-სთან ერთად, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით დაგეგმა თავდასხმა დაზიანებული ავტომობილის მფლობელზე.

პოლიციამ, ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღესვე თბილისში დააკავა.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.