ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადებულია, თუმცა რა ვადით, არ კონკრეტდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილების მიზეზი პრემიერ-მინისტრის გადადგომა გახდა. მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილების აღსასრულებლად სამართალდამცავები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს დილით, გახარიას განცხადებამდე ერთი საათით ადრე მივიდნენ, თუმცა პოლიცია შენობაში არ შეუშვეს. ნიკა მელია თანაპარტიელებთან და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად მთელი ღამე პარტიის ცენტრალურ ოფისში იყო გამაგრებული. იყო პირდაპირი განცხადებები, რომ სამართალდამცავებს მელიას არ გაატანდნენ და პროპორციულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ.