შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება კოკაინი და ორი შეკვრა მეტადონი ამოიღეს. ასევე ამოღებულია სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.