შსს-მ მძღოლ და ქვეითად მოსიარულე ქალებს 8 მარტი მიულოცა

მძღოლ და ქვეითად მოსიარულე ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაიგულები დაარიგეს და მოსახლეობას უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.