24 წლის მამაკაცი დააკავა პოლიციამ საკუთარი ბიძაშვილის განზრახ მკვლელობისა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მან მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის თემის სოფელის ტყეში ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მისსავე ბიძაშვილს მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.