შსს-მ ბოლო პერიოდში ქურდობის 16 ფაქტი გახსნა

თბილისში, სამეგრელოში, გურიაში, კახეთსა და შიდა ქართლში ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის 16 ფაქტი გახსნეს, 13 პირი დააკავეს, 16 კი ამხილეს. მათ შორის ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევი პირი პოლიციამ 1986 დაბადებული პირი აიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, მან გლდანის მე-3 მიკრორაიონში 2 ბინა გაქურდა და მიიმალა.

ნივთმტკიცებად არის ამოღებული მოპარული ნივთები. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ასევე დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი და მხილებულია 1995 წელს დაბადებული პირი, რომელბმაც დედოფლისწყაროში, მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში, წინასწარი შეთანხმებით, არა ერთ გზის, უკანონოდ შეაღწიეს, სადაც ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებსა და სამკაულებს. მიმდინარეობს გამოძიება.