განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ირანის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამღთლომ დღეს უნდა იმსჯელოს. გამოძიების ინფორმაციით, ის ირანიდან, სომხეთისა და საქართველოს გავლით, ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვას ცდილობდა.