შსს-ს ინფორმაციით, 11 ადამიანია გარდაცვლილი სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა?
11 ადამიანია გარდაცვლილი, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა – ეს ბოლო ინფორმაციაა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ბოლო ცნობებით, ხანძრის შედეგად დაშავებულია 21 ადამიანი. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, 11-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა. ირმა ჭოლაძე ჩაგვერთვება ახლა “მოამბის” პირდაპირ ეთერში.
როგორია ბოლო ცნობები, რა ვითარებაა შემთხვევის ადგილას, დაათვალიერეს თუ არა მეხანძრე-მაშველებმა კიდევ ერთხელ ყველა სართული და როგორია დაშავებულთა მდგომარეობა?
ირმა ჭოლაძე დეტალებით.