შსს 22-23 დეკემბერს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შესახებ დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 22-23 დეკემბერს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შესახებ დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს და შედეგებს ასაჯაროებს. უწყების ცნობით, დაკავებულია 69 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის – 12. ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 37 პირი. კიდევ 4 კი სხვადასხვა დანაშაულისთვის.
ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და 50 ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე, 33 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 36 330 პირი გადამოწმდა, – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში.