საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისთვის, ამ პრობლემებთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის, ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამასთან, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, სიმონ პეტრიდისის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციის, „მშობლების თანადგომა“ ორგანიზებით შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.