ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ანგარიში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამსახურის შექმნის ათი წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა რუსთავში გამართა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, სამსახურის მუშაობის ათწლიანი ანგარიში წარუდგინა. კობა კობალაძემ ვეტერანებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ პროექტისა და ინიციატივის შესახებ, რაც სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით და ასევე, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავის მერი და რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.