შშმ პირთა საერთაშორისო დღეს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

„დღეს, როდესაც რამდენიმე დღეა დარჩენილი ევროპული საბჭოს მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, განსაკუთრებულად აღსანიშნავია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა როლი და ერთგულება ამ პროცესებისადმი. განსაკუთრებით, ჩვენი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების, ვინც მსოფლიოს ცხელ წერტილებში იცავდნენ გლობალურ მშვიდობას და დღეს, როგორც წარმატებული პარასპორტსმენები, საერთაშორისო დონეზე ასახელებენ ჩვენს სამშობლოს“.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მომავალი წლიდან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა 10 მილიონი ლარით იზრდება. ასევე, სოციალური პაკეტის მატება შეეხება ყველა კატეგორიის შშმ პირს, მაგრამ როგორი პროგრესიც არ უნდა გვქონდეს სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა“, – წერს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი სოციალურ ქსელში.