შშმ პირთა საერთაშორისო დღე

„დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“, – შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.

აღინიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციის მიღებიდან ხუთი წლის შემდეგ, საქართველოს ჯერაც სრულარ არ გამოუყენებია ეს საკვანძო დოკუმენტი ქვეყნის ყოველდღიური რეალობის გარდაქმნისთვის. სახალხო დამცველის ინფორმცაიით, არსებობს უფრო მეტი პრობლემა, ვიდრე პროგრესი. შშმ პირებისთვის უკეთესი გარემოს შექმნისკენ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იუსაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემაც.