აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან ყვავილები მიიტანეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც. 13 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა. მინისტრის გადაწყვეტილებით, დაღუპული თანამშრომლების შვილებს და ოჯახებს მატერიალური დახმარება გაეწიათ.