პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები, დავით გარეჯში მიმდინარე პროცესები და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობა. ამ მიმართულებებით ყველაზე მეტი კითხვა დაუსვეს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს. გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლა კი მისი მოხსენებით დაიწყო. მან მთავარი აქცენტი გააკეთა პოლიცილების და უწყების აპოლიტიკურობაზე, კრიმინოგენულ ვითარებაზე, სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და გამოწვევებზე.