ჩვენ როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, ვიცავთ მართლწესრიგს იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომლებიც გაგვაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის შენობასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, უწყებას უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.