შს მინისტრი პარლამენტთან გამართულ აქციას აფასებს

20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს პოლიციამ სულ 305 ადამიანი დააკავა.

განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება პოლიციის მიერ შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებსაც გამოიძიებს.