ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერობის კანდიდატი. ისინი საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.
საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნისთვის სამეგრელოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას.