შრომითი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

შრომითი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრების ორგანიზატორები უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. მესამე სექტორი საკანონმდებლო ცვლილებების სასწრაფოდ განხორციელების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

აქციის მონაწილეები პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 800-მდე კი დაშავდა.